კომპანიის ისტორია


პირველი წელი
კომპანია „Nova Poshta”-ს ისტორია დაიწყო 2001 წლის თებერვალში, როდესაც უნივერსიტეტის მეგობრებმა ვიაჩესლავ კლიმოვმა და ვლადიმერ პოპერეშნიუკმა გადაწყვიტეს წამოეწყოთ საერთო საქმე. ამ დროს ორივე 25 წლის იყო. სამოღვაწეო სფეროს შერჩევაში მათ, ვლადიმერის მცირე საკონდიტრო ბიზნესი დაეხმარათ. ის სწორედ ამ დროს ეძებდა პროდუქციის ტრანსპორტირებსი გზებს პოლტავიდან უკრაინაში. ახალგაზრდა ბიზნესმენებს გაუჩნდათ იდეა შეეთავაზებინათ უკრაინელებისთვის ახალი სერვისი – სწრაფი და მოსახერხებელი გზავნილები.
კომპანია „Nova Poshta”-ს სასტარტო კაპიტალი 7000 დოლარს შეადგენდა, გუნდი კი 7 ადამიანისგან შედგებოდა. ვიაჩესლავ კლიმოვი და ვლადიმერ პოპერეშნიუკი გახდნენ მთავარი დამფუძნებლები, ხოლო ინა პოპერეშნიუკი – მცირე აქციონერი.
ასე დაიწყო კომპანიის ისტორია, რომელმაც უკრაინაში ექსპრეს-გზავნილის ბაზარი შექმნა.

სტარტი (2001-2004)
2000-ნი წლების დასაწყიში უკრაინაში გზავნილების ბაზარი საერთოდ არ არსებობდა. მას ცვლიდნენ მიკროავტობუსების მძღოლები და მატარებლის გამცილებლები. გზავნილების გაგზავნა უცხო ადამიანების მეშვეობით, გარანტიის არსებობის გარეშე, დიდ რისკს წარმოადგენდა. ამ დროს ვიაჩესლავმა და ვლადიმერმა დასახეს მიზანი – დაენერგათ უკრაინელებისთვის მარტივი და სანდო გზავნილების კულტურა. თავიდან პოტენციალური კლიენტებისათვის საჭირო იყო ახსნა, რომ “Nova Poshta” იყო კომფორტული და საჭირო სერვისი.
პირველი სამი წელი კომპანიამ კლიენტებისა და განვითარების გზების ძიებაში გაატარა. გარდატეხის მომენტი გახდა , დამფუძნებლების მიერ „Executive МВА“-ს ხარსხის მიღება.

დამკვიდრება (2005-2006)
არსებობის მეოთხე წელს კომპანიას უჩნდება პირველი მსხვილი კლიენტები და კონკურენტები. ადამტაცია ბაზრის ახალ პირობებთან აიძულა მფლობელებს გადაეხედათ სერვისის მიდგომა და ხარისხი. სწორედ ამ დროს კომპანიამ გააძლიერა ორი მთავარი ღირებულება – კლენტების მომსახურება და სერვისის მაღალი ხარისხი. ამ დროს „Nova Poshta”-ში დაიწყო მართველი გუნდის შექმნა, ასევე ადმინისტრაციული სტრუქტურის, განყოფილებების რეგიონებში , ცენტრალური ოფისის კიევში და პოლტოვაში.

დინამიური განვითარება (2007-2008)
2007 წელს კომპანია პირველად გადის მოგებაზე. მალევე იწყება აქიუტი განვითარების ეტაპი. ამის შემდეგ წლების განმავლობაში ის ახორციელებს ზრდას: იხსნება მრავლობით ფილიალები ქალაქებში, მყარდება პოზიციები В2В სეგმენტში, კლიენტური ბაზის გაფართოების ხარჯზე.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს კომპანია ფეხზე იდგა მსოფლიო კრიზის პირობებში. რთული ეკონომიკური სიტუაციის განმავლობაში, როცა „Nova Poshta”-მ დაკარგა ბრუნვის 30%, მფლობელბა გადაწყვიტეს ამ დროსაც ხეირი ენახათ. კლიმოვი და პოპერეშნიუკი ფსონს აკეთებენ განვითარებაზე: იპტიმიზაციას უკეთებენ ლოგისტიკას, ცვლიან მიდგომას პერსონალთან და მარკეტინგთან , ფოკუსირებას ახდენენ გაყიდვების ეფექტურობაზე. უკვე დეკემბერში კომპანია ისევ გვაჩვენებს ზრდას. ამ დროს „Nova Poshta” უკვე უკრაინის ყველა რეგიონშია.

2009-2011
2009 წელს კომპანია „Nova Poshta” ხდება ექსპრეს-გზავნილების ბაზრის ლიდერი. კომპანია ვითარდება შთამბეჭდავი ტემპებით, ყოველრიურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა იზრდება სამჯერ. 2009 წელს „Nova Poshta”-მ გადაზიდა 1,6 მილიონზე მეტი გზავნილი, 2010 წელს 4 მილიონზე მეტი. ასეთივე ტემპებით იზრდება განყოფილებების ქსელი. თუ 2009 წელს ის შედგება 80 განყოფილებისგან, 2010 წელს უკვე 140 ხდება.
კომპანიის ერთერთი მიზანი – ეფექტურობის პროცესის გაზრდა. იზრდება ქსელი, სრულყოფილი სახე ეძლევა ლოგისტიკას, ახლდება ავტოპარკი.
ამ დროს „Nova Poshta” აქტიურ მუშაობას იწყებს ზრდად სეგმენტთან e-commerce-თან და ხდება მრავლობით ინტერნეტ-მაღაზიის პარტნიორი. უკვე 2 წელში , 2011 წლის ბოლოს, გზავნილების რაოდენობა იზრდება წელიწადში 12 მილიონამდე. ქსელი ითვლის 500-ზე მეტ განყოფილებას უკრაინაში. ამ დროისათვის კომპანიის გუნდში შედის 5000-ზე მეტი ადამიანი. თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდისათვის, მათ გასავითარებლად, კრგი კარიერისათვის კომპანია ხსნის კორპორატიულ უნივერსიტეტს.

2012-2016
2012 წლიდან დღებდე კომპანია აგრძელებს სრუქტურულ ცხვლილებებს. კომპანია ხსნის ახალ ხაზს “Nova Poshta International”. 2014 წელს იხსნება ფილიალები მოლდოვაში და საქართველოში და თან გადის საერთაშორისო გზავნილების ბაზარზე.

განვითარება – ეს არის კომპანიის მთავარი გეგმა უახლოესი 5 წლის განმავლობაში. ამისათვის იგეგმება ბიზნესის გაფართოება საერთაშორისო მიმართულებით და ასევე ადგილობრივ ბაზარზე უფრო სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელი გზავნილისათვის.